მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესამე კვარტალში McDonald’s-ის წმინდა მოგება $2.32 მილიარდია

McDonald’s

ჩიკაგოში დაფუძნებულმა ფასტფუდ კომპანია McDonald’s-მა 30 ოქტომბერს მესამე კვარტალის შედეგები გაასაჯაროვა, რის მიხედვითაც კომპანიის წმინდა შემოსავალი $2.32 მილიარდია - ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

კომპანიამ განაცხადა, რომ მას თითო აქციაზე $3,19 მოგება ჰქონდა, რამაც უოლ-სტრიტის მოლოდინს გადააჭარბა. Zacks Investment Research-ის მიერ გამოკითხული 14 ანალიტიკოსის საშუალო შეფასება აქციაზე $3-ის მოგება იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, მაკდონალდსის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $6,69 მილიარდს მიაღწია, რამაც ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსთა მოლოდინებს, რომელიც $6,57 მილიარდი იყო. კვარტალში გლობალური გაყიდვები 8.8%-ით გაიზარდა, რაც StreetAccount-ის ვარაუდით 7.8% იყო.

ამასთან, აშშ-ში არსებული მაკდონალდსის ტრაფიკი შემცირდა, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის კრის კემპჩინსკის თქმით, რესტორნების ინდუსტრიის მასშტაბით, მომხმარებელი, რომლებიც $45,000-ზე ნაკლებს გამოიმუშავებენ, რესტორანს ნაკლებად ხშირად სტუმრობენ, რაც მაკდონალდსის ტრაფიკის შემცირებას იწვევს.

“ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ იმ მომხმარებლის ქცევას, რომლებიც $45,000-ს გამოიმუშავებენ და შევთავაზოთ ისეთი ღირებულება, რომელიც მათთვის მისაღები იქნება” - თქვა კემპჩინსკიმ.

ინფორმაციისთვის: მაკდონალდსი 6 დეკემბერს ჩიკაგოში პრეზენტაციას ჩაატარებს, რომლის ფარგლებშიც კომპანია ინვესტორთა განახლებას გეგმავს. მაკდონალდსის სპიკერებმა განაცხადეს, რომ პრეზენტაცია დამატებით ინფორმაციას მოიცავს კომპანიის დაჩქარებული განვითარების გეგმების შესახებ.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები