მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 4%-ით შემცირდა

584a5d4ceb296
BM.GE
09.12.16 11:27
1874
მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტციები შემცირდა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2016 წლის III კვარტალში 463 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4 პროცენტით ნაკლებია 2015 შესაბამისი კვარტალის დაზუსტებულ მონაცემებზე.

მიმდინარე წლის ცხრა თვეში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1298 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს 5 პროცენტით აღემატება.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2016 წლის III კვარტალში 59 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სექტორში განხორციელდა და 140 მლნ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 30 პროცენტია. მეორე ადგილზე იმყოფება მშენებლობის სექტორი 69 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 62 მლნ. აშშ დოლარით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები