მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვერსია მზადაა და ის ეკონომიკურ საბჭოს უახლოესი კვირების განმავლობაში წარედგინება - ამის შესახებ BMG-ს კითხვის საპასუხოდ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. დავითაშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტის პირველადი ვერსია გადამუშავდა, რასაც ერთ წელზე მეტი დასჭირდა.
სადაზღვევო სექტორი „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის“ შესახებ კანონის მიღებას უკვე რამდენიმე წელია ელის. პარლამენტში კანონპროექტი ჯერ კიდევ 2018 წელს დარეგისტრირდა, თუმცა მისი განხილვა შეჩერდა.
სტუმარი: დევი ხეჩინაშვილი - სადაზღვევოს ასოციაციის ხელმძღვანელი;