მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტს ექსპერტული კალკულაცია აკლია"

5c8e05ca55149
თათია ჩაფიჩაძე
17.03.19 15:30
1316
სადაზღვევო კომპანია „უნისონის“ გენერალური დირექტორის ვასილ ახრახაძის აზრით, მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტს კალკულაციასთან დაკავშირებით ექსპერტული ჩართულობა აკლია.

როგორც ახრახაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, სადაზღვევო პაკეტის წლიური ღირებულების ზედა ზღვარი 200-250 ლარის ფარგლებში უნდა მერყეობდეს.
„ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონი ეფექტური მექანიზმია, რომ სახელმწიფომ თავისი მოსახლეობა მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგებისგან დაიცვას. ინიციატივა დაგვიანებულიცაა, თუმცა ის ფაქტი, რომ კანონი პარლამენტშია უკვე პოზიტიურია.

მიმაჩნია, რომ კანონპროექტს აკლია ექსპერტული ჩართულობა კალკულაციასთან დაკავშირებით. არსებობს ბევრი შეკითხვა, იმიტომ რომ ლიმიტები, რომელიც დადგენილია, ეს არის 30 ათასი ლარი ერთ ჯერზე და ჯამურად, 300 ათას ლარამდე - ეს საკმაოდ დიდია იმ სადაზღვევო პრემიასთან შედარებით, რომელიც არის დასახელებული და ეს არის 150 ლარი. შესაძლებელია ეს თანხა არ იყოს საკმარისი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 200-250 ლარის ოდენობით უნდა განისაზღვრებოდეს. უნდა არსებობდეს ბონუს-მალუს სისტემა, რომელიც დამოკიდებული იქნება მძღოლის მოწესრიგებულობაზე.

ამის გარდა, ღიადაა დარჩენილი უფრო მტკივნეული საკითხები; მაგალითად პოლისების მოცვასთან დაკავშირებული, ასევე ლიმიტების ამოწურვასთან, იმ გარემოსთან თუ როგორ კონკურენტულ გარემოში უნდა მოხდეს ამ კანონის განხორციელება, მაშინ როდესაც ჩვენ არ გვაქვს რეგულაციები, რომელიც დაკავშირებულია ფინანსური კონგლომერატების მართვასთან.

დაზღვევის ბიზნესის 80% ბანკთან არის დაკავშირებული, შესაბამისად, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში არის დიდი რისკი, რომ ეს ისევ ამ ერთი დიდი ფინანსური კონგლომერატის მხარეს აღმოჩნდეს“, - განაცხადა ახრახაძემ.

ვასილ ახრახაძე ვარაუდობს, რომ 2019 წლის ივლისიდან ასამოქმედებელი ახალი კანონპროექტი სადაზღვევო კულტურას აამაღლებს.

„უნისონში“ კიდევ ერთხელ უსვამენ ხაზს იმას, რომ აუცილებელია, ბანკების მიერ სადაზღვევო ინდუსტრიაში წილების ფლობა შეიზღუდოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები