მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესამე ქვეყანა დღის წესრიგშია, თუმცა პრიორიტეტი უზბეკეთის ბაზარია - ნიკა ქურდიანი "თიბისის" გეგმებზე

ნიკა ქურდიანი

“მესამე ქვეყანა დღის წესრიგში არის, მაგრამ პირველ რიგში, პრიორიტეტი უზბეკეთის განვითარებაა”, - ასე პასუხობს “თიბისი უზბეკეთის” გენერალური დირექტორი ნიკა ქურდიანი კითხვას, გეგმავს თუ არა “თიბისი” მესამე ქვეყანაში შესვლას.

როგორც BMG-სთან ინტერვიუში ნიკა ქურდიანი აცხადებს, რომ „თიბისისთვის“ ამ ეტაპზე პრიორიტეტი უზბეკეთის ბაზარია, თუმცა მომდევნო რამდენიმე წელში არც ახალი ქვეყნის მიმართულებით განვითარებას გამორიცხავენ.

“რაც შეეხება მესამე ქვეყანაში ბიზნესურ ექსპანსიას, ჩვენ ზოგადად ინვესტორებს ვუთხარით, რომ კი, მესამე ქვეყანა დღის წესრიგში არის, მაგრამ პირველ რიგში, პრიორიტეტი უზბეკეთის განვითარებაა და არაფერმა არ უნდა შეუშალოს ხელი უზბეკეთის გაღრმავებას, განვითარებას და კიდევ უფრო მასშტაბურობას.

იმავდროულად, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ პარალელურად მესამე ქვეყანაზეც. რაც არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ დილას შევალთ მესამე ქვეყანაში, შეიძლება რამდენიმე წელი დაგვჭირდეს ამისთვის. სტრატეგიის მთავარი კომპონენტი არის უზბეკეთში ძალიან ღრმად ჩასვლა, ბევრი ვერტიკალის გაშვება და, შესაბამისად, ამ უზარმაზარი პოტენციალის ათვისება, იმიტომ, რომ 40 მილიონი ადამიანი როდესაც არის შენი სამიზნე ბაზარი, ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება და დეფოკუსირება ამისგან”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა.

ცნობისთვის, „თიბისი“ უზბეკეთის ბაზარზე 5 წელია ოპერირებს. TBC უზბეკეთის მომხმარებელთა რაოდენობა ამ დროისთვის 22 მილიონს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები