მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეშახტეები ვერ იმუშავებენ მოპოვებით სამუშაოზე"

5b4f07c701e9f
BM.GE
18.07.18 13:25
633
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის კაკი ზოიძის განცხადებით, მეშახტეები ტყინულის შახტაში მოპოვებით სამუშაოებს ვერ განაახლებენ. როგორც ზოიძე ამბობს, შახტები 2 კვირის განმავლობაში დახურული იქნება.

„ორი კვირის განმავლობაში შსს-ს გადაწყვეტილებით შახტა იქნება დახურული. ორი კვირის ვადაში უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი დახურვის გეგმა, მათ შორის ექსპერტიზის გეგმა, იმის თაობაზე თუ როგორ უნდა შემუშავდეს უსაფრთხოების სტანდარტები.

ამ დროის განმავლობაში მეშახტეები შეიძლება ვალდებული იყვნენ გამოცხადდნენ სამუშაო ადგილებზე, მაგრამ არათუ იძულებით - ისინი ვერ იმუშავებენ მოპოვებით სამუშაოებზე. შახტაში სამუშაოები აკრძალულია მანამ სანამ საფრთხე არსებობს.

კომპანია ვერ იმოქმედებს თვითნებურად. მათ შეასრულეს სამართლებრივი ქმედება დაუგზავნეს შეტყობინება მეშახტეებს რომ შახტა დახურულია თუმცა ისინი უნდა გამოცხადდნენ სამუშაო ადგილებზე“, - განაცხადა კაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პროფკავშირებმა გაავრცელა ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ კომპანია მეშახტეებს შახტაში ჩასვლას სთხოვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები