მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მესიჯები, რომლებსაც საპენსიო ფონდის მომხმარებელი იღებს, უფრო უარყოფითია, ვიდრე - დადებითი"

5c66cfc09e691
BM.GE
15.02.19 19:00
2097

"მესიჯები, რომლებსაც საპენსიო ფონდის მომხმარებელი იღებს, უფრო უარყოფითია, ვიდრე დადებითი", - ამის შესახებ PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ის მესიჯები, რომელიც საპენსიო ფონდთან დაკაშვირებით ბოლო დღეებია, ვრცელდება, ამ სქემაში ჩართულ ადამიანებზე უარყოფითად იმოქმედებს. ამ შემთხვევაში კი განსაკუთრებით 40 წელს გადაცილებულ ადამიანებზე, რომლებსაც ამ სქემის დატოვება 1 აპრილს შეუძლიათ.

"ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ინფორმაციებს შორის არის ის, რომ 1 აპრილიდან სამი თვის განმავლობაში, ყველა ადამიანს, ვინც 40 წელზე ზევით არის, შეუძლია სქემიდან გასვლა. მე მგონია, რომ ის ინფორმაციები, რაც ამ ადამიანებმა მიიღეს, მათ არ აძლევთ მოტივაციას, ამ სქემაში დარჩენის. უნდა აღელვებდეს ეს მთავრობას და საპენსიო სააგენტოს, რადგანაც ვიცით, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ამ სქემაში, უკეთესი არის ფონდის ფუნქციონირებისთვის. ბევრი საინვესტიციო კომპანია შესაძლოა, დაინტერესდეს ამ აქტივების განკარგვით. ცუდია, როდესაც მესიჯები, რომლებსაც ამ პროდუქტის მომხმრებელი იღებს, უფრო არის უარყოფითი, ვიდრე დადებითი. აქ არის მნიშვნელოვანი ის, თუ რამდენად ვენდობი სახელმწიფოს, რათა ვანდო 30 წელი ჩემი დანაზოგი. თუ ეს ნდობა არ არსებობს, უკვე სქემას პრობლემა აქვს. ის, რომ დღეს სახელმწიფო უწყებების წარმოადგენელი ამბობს, რომ ბიუროკრატიული პროცედურები არის გასავლელი და ამიტომ ვერ ამბობს, როდის მოხდება ამ თანხების დაბანდება და ამ საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტება, ეს არის ძალინ ცუდი სიგნალია ადამიანებისთვის", - ამბობს PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები