საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, შპს „მესტიაჭალა ენერჯიზე“ (მესტიაჭალა 1) ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზია ამოქმედდა.
"აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას კიდევ ერთი ჰიდროელექტროსადგურის გამომუშავება დაემატა", - აცხადებენ სემეკში.
მესტიის მუნიციპალიტეტში მდებარე მესტიაჭალა-1 ჰესი გასულ წელს მეორედ შევიდა ექსპლუატაციაში. ჰესი პირველად 2019 წელს ამუშავდა, მაგრამ წყალდიდობით გამოწვეული ინციდენტის გამო გაჩერდა.
ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ის დადგმული სიმძლავრე 20 მგვტ-ია. ჰესს 2 აგრეგატი აქვს, თითო 10 მგვტ-იანი. საპროექტო წლიური გამომუშავება კი 69 მლნ.კვტსთ-ს შეადგენს.