ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ პროექტის „გრეტას“ შედეგების შემაჯამებელი ღონისძიება სახელწოდებით “მოგზაურობა ახალი მწვერვალებისკენ” მთელი დღის განმავლობაში, სვანეთში 3 სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა. ღონისძიებაზე როგორც სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით პროექტის შეჯამებასთან ერთად, საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების სამომავლო განვითარების ხედვაზეც იმსჯელეს.