მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიას ელექტროენერგია ისევ შეფერხებით მიეწოდება - რა არის გამოსავალი?

სვანეთი ზამთრის სეზონს ძველი პრობლემებით ხვდება - "ელექტროენერგიის წყვეტა უკვე დაწყებულია - ამის შესახებ ბიემჯის სასტუმრო „ფალიანის“ დამფუძნებელმა ეკა გველესიანმა განუცხადა. მისი თქმით, არსებული ვითარება სეზონთან დაკავშირებით დადებით მოლოდინებს ვერ გააჩენს. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი ამბობს, რომ ელექტროენერგიის სტაბილური მიწოდების და პრობლემების აღმოფხვრის გარეშე, სეზონი შარშანდელივით ჩავარდება. ის, რომ სვანეთში მაინინგის მოხმარება კვლავ გამოწვევაა, ადასტურებენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიაში. როგორც სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ბიემჯისთან აღნიშნა, მომზადებულია დოკუმენტი, რომელშიც სამოქმედო გეგმაა შემუშავებული. დოკუმენტის მიხედვით, ქსელის საიმედოობა უნდა გაიზარდოს, გამრიცხველიანება მასშტაბური გახდეს და სამთავრობო უწყებებმა, დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი ზომები მიიღონ. მისი ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობას უკვე გადაეგზავნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები