მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესტიასა და უშგულში ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება

5c516bcbb6e08
თამუნა დემეტრაშვილი
30.01.19 13:09
854
მესტიის თემში-ლაღამის უბანსა და უშგულის თემის 4 დასახლებაში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, გათვალისწინებულია კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ისტორიული კოშკების აღდგენა-რესტავრაცია.

"სარეაბილიტაციო პროექტი საგრანტო სქემით იქნება მხარდაჭერილი, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საშუალებას მისცემს, გახსნან საოჯახო სასტუმროები და განავითარონ საკუთარი ბიზნესი. მიმდინარეობს უშგულის თემის 4 დასახლების გენ.გეგმის მომზადებაც“-განაცხადა ცქიტიშვილმა. მისი თქმით, პროექტს ფინანსური მხარდაჭერა აზიის განვითარების ბანკისგან ექნება.

,,ADB-ის პროექტი იწყება მიმდინარე წელს , სახელწოდებით ,,livable cities“ და ჩვენ გვექნება წვდომა ფინანსებზე. 2020 წლიდან პროექტის აქტიური ფაზა იწყება. ესაა 700 მილიონი დოლარის ოდენობის დაფინანსება, რომელიც მიმართული იქნება სამი კლასტერის-ზუგდიდი-მესტიის არეალის, თელავი-ახმეტის არეალისა და თბილისისთვის“-განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრის თქმით, პროექტი ინფრასტუქტურის გარდა, მოიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის განახლების კომპონენტს, ბიზნესკომპონენტს, ასევე ,,მწვანე“ ტექნოლოგიების ხელშეწყობას და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები