მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა - რა შედეგი აქვს “მაინინგთან” ბრძოლას?

მესტიის მუნიციპალიტეტში გამრიცხველიანების პირველადი შედეგით მთავრობა კმაყოფილია, კმაყოფილია რომ ე,წ უკანონო მაინინგთან ბრძოლად წარმატებული აღმოჩნდა და წლების მანძილზე დაუძლეველი პრობლემის დაძვრა მოხდა, რის გამოც ქვეყანა 20 მლნ -ის ელექტროენერგიას კარგავდა. თუმცა დღეს პრემიერს მოუხდა აღიარება რომ სვანეთის ამ მუნიციპალიტეტში ჭარბი მოხმარება მაინც ფიქსირდება. ირაკლი კობახიძის თქმით, საბალანსო მრიცხველი უკვე მესტიის მუნიციპალიტეტის 33 სოფელშია დამონტაჟებული, შედეგად ელექტროენერგიის მოხმარება 22%-ით შემცირდა. ახლა გეგმაა წლის ბოლომდე სრულად დამონტაჟდეს დარჩენილი 48 საბალანსო მრიცხველი 25 სოფელში. გამოსწორდა თუ არა ამ ღონისძიებებით ელექტროენერგიის მიწოდება მესტიაში და როგორია მოლოდინები ზამთრის სეზონისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები