მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში „მედიქალ ვორლდი“ ფილიალს ხსნის - რა მომსახურებას მიიღებენ ადგილობრივები?

სამედიცინო ლაბორატორია

„მედიქალ ვორლდი“ სვანეთში, კონკრეტულად კი მესტიაში სამედიცინო ლაბორატორიას დღეს გახსნის, რომელიც რეგიონებში კომპანიის რიგით მე-12 ფილიალი იქნება.

საქართველოში მოქმედი სამედიცინო და სპა-ველნეს-აპარატურის იმპორტიორი და ლაბორატორიათა ქსელის მმართველ კომპანიაში აცხადებენ, რომ ფილიალის მოსაწყობად ჯამში 20 000 ლარის ინვესტიცია ჩადეს, შედეგად კი ზემო სვანეთის მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ლაბორატორიული სერვისებით სარგებლობა ადგილზევე შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ მესტია მე–12 რეგიონული ცენტრია, სადაც „მედიქალ ვორლდის ლაბორატორიის“ ფილიალი ოფიციალურად გაიხსნება და ადგილობრივ მოსახლეობას 1 000-ზე მეტი დასახელების კვლევის ჩატარების საშუალება მიეცემა. მათ შორის, გენეტიკური და ონკოლოგიური კვლევების, რისთვისაც საკვლევი ნიმუშები თურქეთისა და გერმანიის პარტნიორ ლაბორატორიებში იგზავნება.

„კომპანიის გადაწყვეტილებით, გახსნასთან დაკავშირებით, მესტიის მოსახლეობა სპეციალური ერთდღიანი აქციით ისარგებლებს. კერძოდ, 0-დან 18 წლის ასაკის მქონე ყველა პირებს უფასოდ კალციუმის, რკინისა და სისხლის საერთო ანალიზი ჩაუტარდება. ამისთვის კი ლაბორატორიაში მისვლისას მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქონაა საჭირო.

3 სახის ლაბორატორიულ კვლევას ასევე უფასოდ ჩაიტარებენ შშმ პირები. ეს კვლევებია: ქოლესტერინის, კრეატინინისა და სისხლის საერთო ანალიზი. თითოეულ პირს თან უნდა ჰქონდეს სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

„მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ საქართველოში 2017 წელს დაფუძნდა, კომპანიის მიზანი საქართველოში მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიების ქსელის შექმნაა.

­შეგახსენებთ, „მედიქალ ვორლდის ლაბორატორია“ „მედიქალ ვორლდის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანიაა, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2003 წლიდან ოპერირებს. ასევე ჰოლდინგის შვილობილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების კომპანია „მედ–11“ და კომპანია „მედიქალ ვორლდ სპა & ველნესი“, რომელიც ქვეყანაში მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტს ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები