“მესტიაში ქაოტური განაშენიანება ერთ-ერთი პრობლემაა” - ბიზნესი გენგეგმის დამტკიცებას ითხოვს
BM.GE
02.09.22 15:39
• 261
მესტიაში მდებარე ტურისტული ობიექტები გენგეგმის მოკლე ვადებში დამტკიცებას ითხოვენ. როგორც სასტუმროების წარმომადგენლები ამბობენ, მესტიაში ქაოტური განაშენიანებაა დაწყებული, რაც აღნიშნულ არეალს იმ ავთენტურ გარემოს აკარგვინებს, რომელსაც ტურისტი სვანეთში ჩაჰყავს. მათი თქმით, განაშენიანების გენერალურ გეგმაზე მუშაობა უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა ის ამ დრომდე დამტკიცებული არ არის, შესაბამისად, მესტიაში ტურისტული ნაკადების მატებასთან ერთად იზრდება იმ სასტუმროების რიცხვიც, რომლებიც შენობა ნაგებობებს ყოველგვარი წესებისა და სტანდარტების გარეშე აშენებენ. რატომ არ აქვს გენგემა მესიტას ამ დრომდე და რა საფრთხეს უქმნის ქალაქს ქაოტური განაშენიანება?