მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიაში სოფელ ნაკრაში გზების რეაბილიტაციაზე ₾9 მილიონი დაიხარჯება

ნაკრა მესტია სვანეთი

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში გზების რეაბილიტაციაზე 9 მილიონი ლარი დაიხარჯება, ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ირკვევა.

პროექტს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.

პროექტის აღწერის თანახმად, ამჟამად არსებული გზა გრუნტისაა და ის საკმაოდ დაზიანებულია, პროექტის თანახმად ის ასფალტის გზით ჩანაცვლდება.

"2021 წლის პირველი იანვრიდან მოცემული ტენდერის გამოცხადების დღემდე, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად შესრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოების ღირებულებების ჯამი უნდა იყოს არანაკლებ 3 440 288 ლარისა", - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 24-29 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები