მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის აეროპორტმა სერტიფიცირება ხელახლა მიიღო

61ea62ed93b65
მარიამ ვარადაშვილი
21.01.22 11:43
661
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მესტიის აეროპორტმა აეროდრომის მიმართულებით რესერტიფიცირება გაიარა. სახელმწიფო კომპანიის ცნობითვე, ადგილობრივი აეროპორტებიდან მესტიის აეროპორტი არის პირველი, რომელმაც სააეროდრომო სახელმძღვანელოები და მასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სერტიფიცირების ახალი წესის შესაბამისობაში მოიყვანა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის გასული წლის ბრძანებით, სამოქალაქო აეროდრომი სერტიფიცირებას ექვემდებარება, თუ ის გამოიყენება სატრანსპორტო ავიაციის მიზნებისათვის და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვა გარკვეული კატეგორიის საჰაერო ხომალდებით ხორციელდება. მანამდე რესერტიფიცირება ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებმა გაიარეს.

“სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემული სერტიფიკატი არის დასტური აეროპორტის ყველა ექსპლუატანტისთვის, რომ ოპერირება მის მიერ ოპერირებად აეროპორტში არის უსაფრთხო. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს სასერტიფიკაციო კომისია ამოწმებს და ადგილზე აფასებს აეროპორტის ინფრასტრუქტურას, ტექნიკურ საშუალებებსა და აღჭურვილობას, რათა დარწმუნდეს რომ აეროპორტი შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობითა და მათი წესით დადგენილ მოთხოვნებთან, ასევე ICAO-ს სტანდარტებთან”,-წერია განცხადებაში.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ მესტიის თამარ მეფის აეროპორტისთვის მინიჭებული სერტიფიკატი უვადოა. ამ ეტაპზე სერტიფიცირების პროცესს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ ოპერირებადი ამბროლაურის აეროპორტი და კერძო მფლობელობაში არსებული სხვა ადგილობრივი აეროპორტები გადიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები