მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესტიის გამგებელი: მოსახლეობა სვანეთში ამერიკელი ინვესტორის შეშვებას არ აპირებს

58c6b5e9a99ae
ელენე გოგბერაშვილი
13.03.17 19:04
2892
მესტიის გამგებელი ამერიკელი ინვესტორისთვის სვანეთის მოსახლეობის მხრიდან წინააღმდეგობის მიზეზებს "ბიზნესკონტარქტთან" განმარტავს. მოსახლეობა ოქროს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის ოფიციალურ მფლობელ კომპანია "ოპტიკალ სისტემს" სამუშაოების პროცესში შხამ-ქიმიკატების გამოყენებაში სდებს ბრალს.

კოპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ადგილობრივებმა ისინი სვანეთიდან გამოაგდეს და მოკვლითაც ემუქრებიან.

მესტიის გამგებელი, კაპიტონ ჟორჟოლიანის განმარეტებით, მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი ამერიკელი ინვესტორის დაქირავებული ჩინური კომპანიის საქმიანობა გახდა. მისი ინფორმაციით, სვანეთის მოსახლეობამ ადგილზე შხამ-ქიმიკატების არსებობა დააფიქსირა. მათი მიმართვის შემდეგ გამგეობამ ინვესტორს მოსთხოვა წარედგინა ინფორმაცია რა ტექნოლოგიის გამოყენებით ხდებოდა ადგილზე სამუშაოები, რაც ინვესტორმა არ წარმოადგინა. მესტიის გამგებელის განცხადებით, მოსახლეობა "ოპტიკალ სისტემსის" სვანეთში შეშვებას არ აპირებს.

"მოგვმართა 300-მდე მოსახლემ. თავიდან ბრალს გვიყენებდნენ, რომ მათთან ერთად ვმოქმედებდით. სვანეთის ტერიტორიის 10% "ოპტიკალ სისტემსისს" ლიცენზიის მფლობელობის ქვეშაა. ვთხოვეთ ინვესტორს ტექნოლოგიურად განემარტათ რა ტექნოლოგიით ახდენდნენ ოქროს მოპოვებას, რაც არ წარმოადგინეს. ამის შემდეგ მოსახლეობამ დაიფიცა კიდეც, რომ არ უნდათ ამ ხალხის შემოშვება. არსებობს ალტერნატიული გზებიც, შეთანხმების ნაწილია და ამაზე კომპანიაც უნდა წამოვიდეს. არავინ არ ემუქრება მოკვლით ინვესტორს. მოსახლეობა ამბობს, რომ ქიმიური წესით მოპოვების საშუალებას არ მისცემენ. მე მოსახლეობის არჩეული ადამიანი ვარ. არ შემიძლია მათთან წინააღმდეგობაში შევიდე", - განუცხადა კაპიტონ ჟორჟოლიანმა "ბიზნესკონტრაქტს".

როგორც შსს-ში აცხადებენ, უწყებამ აღნიშნულ საქმეზე მოკვლევა უკვე დაიწყო.

გარემოს დაცვის სამინისტრო: "ოპტიკალ სისტემსის" მხრიდან ქიმური ნივთიერების გამოყენების კვალი არ დადასტურდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები