მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის გამრიცხველიანება იწყება - დენის მოხმარება საერთო და ინდივიდუალური მრიცხველებით გაკონტროლდება

მთავრობა მესტიის მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანებისთვის ემზადება - როდიდან დაიწყება პროცესი, ან რა დაჯდება მუნიციპალიტეტის გამრიცხველიანება უცნობია, დღეს ცნობილი გახდა, რომ არალეგალური კრიპტომაინინგის იდენტიფიცირების მიზნით მრიცხველები დამონტაჟდება, მათ შორის, მრიცხველები კონკრეტულ დასახლებებსა და სოფლებზეც იქნება მიბმული. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ამბობს, რომ მესტიაში არალეგალური ბიზნესსაქმიანობა კრიპტომაინინგს უკავშირდება, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მანვე აღნიშნა, რომ 2025 წლის მონაცემებით, მესტიაში ელექტროენერგიის მოხმარება 133 მილიონ კილოვატ საათს შეადგენს, ასეთი ზომის მუნიციპალიტეტისთვის კი, ეს მაჩვენებელი 10 მილიონ კილოვატ საათს არ უნდა აღემატებოდეს. გამრიცხველიანების ინიციატივას ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები და მოსახლეობა სკეპტიკურად უყურებს. რატომ მიიჩნევს ადგილობრივი ბიზნესი ხელისუფლების არგუმენტებს დაუსაბუთებლად და როგორია ენერგეტიკოსების შეფასება?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები