მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის მერი: სტიქიამ მოსახლეობას 5 მლნ ლარამდე ზარალი მიაყენა

5b45e3240770b
თელარა გელანტია
11.07.18 15:50
816
მესტიის მერის კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ჯამური ოდენობა დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

როგორც BM.ge-ის ჟორჟოლიანმა განუცხადა, უკვე დათვლილია დაახლოებითი ოდენობა ზარალის, რომელიც სტიქიამ უშუალოდ მოსახლეობას მიაყენა და ის 5 მლნ  ლარამდეა.

„როგორც ცნობილია, სტიქიამ სრულად დაანგრია რამდენიმე სახლი, დამხმარე შენობა-ნაგებობები და წაიღო მიწის ნაკვეთები, სადაც მოსახლეობას მოსავალი მოჰყავდა და ა.შ. ზუსტ მონაცემებს ვერ ვიტყვით, მაგრამ დაახლოებით, 5 მლნ ლარამდე იქნება ზარალის ეს ნაწილი“, - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ: 5 ივლისს ძლიერი წვიმების შედეგად სოფელი ჭუბერი გზის მთავარ მაგისტრალს მოწყდა. მდინარე ნენსკრამ დაანგრია ხიდები და რამდენიმე სახლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები