თებერვლის ბოლოს სვანეთში დაგეგმილი მასშტაბური ღონისძიებების გამო, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენები დანიშნა. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მგზავრთნაკადი და რეგიონში დაგეგმილი „გემო ფესტი“ და ფრირაიდის (Freeride) მსოფლიო ჩემპიონატია.
21-22 თებერვალს სვანეთი კულინარიულ ფესტივალს უმასპინძლებს, ხოლო 21-28 თებერვალს რეგიონი მსოფლიოს საუკეთესო მოთხილამურეებსა და სნოუბორდისტებს მიიღებს.
დამატებითი რეისების განრიგი
ნატახტრიდან მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, 19-დან 23 თებერვლამდე სულ 5 დამატებითი რეისი შესრულდება:
- 19 თებერვალი: გაფრენა ნატახტრიდან (13:00; 15:45), გაფრენა მესტიიდან (14:15; 17:15).
- 20 თებერვალი: გაფრენა ნატახტრიდან (15:00), გაფრენა მესტიიდან (16:30).
- 22 თებერვალი: გაფრენა ნატახტრიდან (15:00), გაფრენა მესტიიდან (16:30).
- 23 თებერვალი: გაფრენა ნატახტრიდან (15:30), გაფრენა მესტიიდან (17:00).
ბილეთების ფასები და პირობები
ამ ეტაპზე ნატახტარი-მესტიის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში 6-ჯერ სრულდება. რაც შეეხება მგზავრობის ღირებულებას:
- ერთი გზა ბილეთის ფასი 50 ლარია;
- 0-დან 3 წლამდე ჩვილებისთვის მგზავრობა უფასოა;
- 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
ამ ეტაპზე, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში 6 სიხშირით სრულდება. შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ფრენა 90 ლარი ღირს. 0-დან 3-წლამდე ჩვილები უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.
ბილეთების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე https://ticket.vanillasky.ge/en/tickets



























