მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიის მუნიციპალიტეტში ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს - შსს

შსს
25.07.24 23:24
560

საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახური მესტიის მუნიციპალიტეტში ორი დაკარგული მოქალაქის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებოს სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების თანამშრომლები, მეორე დღეა მესტიისა და ლენტეხის ტერიტორიაზე, ორი დაკარგული მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაციას ინტენსიურ რეჟიმში ახორციელებენ.

ძებნა-შველის ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. სამაშველო ოპერაციაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ამ ეტაპზე ვერ ხერხდება.საძიებო სამუშაოებში სახანძრო-სამაშველო ძალებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი.

მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში 24 ივლისს შემოვიდა, რის შემდეგაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მყისიერი რეაგირება მოახდინა", - წერია განცხადებაში.

"მთავარი" არხის ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში, ლატალში მოსახლეობა აღნიშნულთან დაკავშირებით, აქციას მართავს. მათ ამ წუთებში ცენტრალური გზა საბურავებით აქვთ ჩაკეტილი და სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენის ჩართვას მოითხოვენ. როგორც ადგილობრივები "მთავარი არხის" ვებგვერდ ატყობინებენ, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, უკვე 5 დღეა სვანეთში ორ ახალგაზრდას ეძებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები