მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მესტიის რაიონის მოსახელობის ნახევარზე მეტი საარსებო შემწეობას იღებს

5b5aff6bf079b
თამუნა დემეტრაშვილი
27.07.18 15:17
814
მესტიის რაიონის მოსახლეობის 50,4% საარსებო შემწეობის მიმღებთა სიაშია. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ეს ერთადერთი რაიონია საქართველოში, სადაც შემწეობის მიმღებთა ასეთი მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. სულ რაიონში ფულად დახმარებას 4 684 ადამიანი - 1 312 ოჯახი იღებს. შემწეობის მიმღებთა მაღალი მაჩვენებელი (45,3%) ფიქსირდება ლენტეხის რაიონში; მოსახლეობის 43,1%-ს ეხმარება სახელმწიფო ამბროლაურის რაიონში, ონში კი 42,1%-ს, ასევე მაღალია შემწეობის მიმღებთა რიცხვი (38,8%) ცაგერის რაიონში. მოსახლეობის 31,2% იღებს საარსებო შემწეობას ხარაგაულის რაიონში, ასევე მაღალია ეს მაჩვენებლები, ხულოსა და ქედის რაიონებში. ყველაზე ნაკლები რაოდენობის შემწეობის მიმღები კი ფიქსირდება ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის და თერჯოლის რაიონებში, ასევე ფოთსა და ქუთაისში. მოსახლეობის საერთო რაოდენობიდან, ყველაზე ნაკლები ადამიანი (2,5%) იღებს შემწეობას ქალაქ მცხეთაში. რაც შეეხება დედაქალაქს, აქ ყველაზე მეტი ადამიანი (11,3%) საარსებო შემწეობას ისანი-სამგორის რაიონში იღებს, ყველაზე ნაკლები კი (3,8) ვაკე-საბურთალოს რაიონში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები