მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით სააღდგომოდ დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

მესტიის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით დამატებით 4 ავიარეისი ინიშნება.

დამატებითი ავიარეისები ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტების მიმართულებით 17 და 22 აპრილს შემდეგი განრიგით შესრულდება:

  • 17 აპრილი: ნატახტარი - მესტია, გაფრენა- 13:15 საათზე, ამბროლაური - ნატახტარი გაფრენა -14:45 საათზე;
  • 17 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა - 17:45 საათზე;
  • 22 აპრილი: ნატახტარი -მესტია, გაფრენა - 13:15 საათზე, ამბროლაური- ნატახტარი გაფრენა - 14:45 საათზე;
  • 22 აპრილი: ნატახტარი - ამბროლაური, გაფრენა - 16:30 საათზე, მესტია - ნატახტარი გაფრენა 17:45 საათზე.

შეგახსენებთ, ნატახტარი-მესტიის მიმართულებით ცალმხრივი ბილეთის ფასი - 90 ლარს შეადგენს, ხოლო ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 50 ლარი ღირს. 0-დან 3 წლამდე ჩვილების მგზავრობა უფასოა, ხოლო 3-დან 12-წლამდე ბავშვებზე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები