მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, უბრალოდ მოვახდენ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადების ციტირებას - გაეროში რუსი დიპლომატი

დიმიტრი პოლიანსკი

გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ 14 აგვისტოს, გაერო-ს შტაბ-ბინაში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირება მოახდინა. კერძოდ, იმ ნაწილის, სადაც აგვისტოს ომის დაწყებაში ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და წინა ხელისუფლებაა დადანაშაულებული.

"ყოველ წელს გვაკვირვებს ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილი, განიხილონ სააკაშვილის აგრესია სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ. თუ გავითვალისწინებთ, რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას, ეს სულ უფრო და უფრო ემსგავსება მაზოხისტურ სავარჯიშოს.

მე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებ, უბრალოდ მოვახდენ საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს განცხადების ციტირებას: "ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. ჩვენს ქვეყანაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე".

უბრალოდ, სცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩემი დასავლელი კოლეგები, მოგვიანებით ამ ტრიბუნასთან მოვლენ და მოგატყუებენ იმის შესახებ, თუ რა მოხდა იმ მომენტში", - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები