ხელოვნური ინტელექტის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, ამერიკული Meta ქვეყანაში ახალ Data-ცენტრს ააშენებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიარდი დოლარი იქნება.
როგორც ცნობილია, მონაცემთა ცენტრი ლუიზიანას შტატში განთავსდება, სადაც ის საგადასახადო შეღავათებს და იაფ ელექტროენერგიას მიიღებს. ამ უპირატესობას Meta მარტივი მიზეზის გამო იღებს - ის შტატში მსხვილ ინვესტიციას განახორციელებს და ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის, რაც ადგილობრივ ეკონომიკას განვითარებაში დაეხმარება.
როგორც Meta-ში აღნიშნავენ, Data-ცენტრების აშენების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, რადგან AI-ის ყოველდღიურად მეტი კომპიუტერული სიმძლავრე სჭირდება, ქვეყანაში ამჟამად არსებული ინფრასტრუქტურა კი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მზად არ არის, ამიტომ მეტი გამომთვლელი მოწყობილობები და ენერგიაა საჭირო.




























