მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta კანადაში $9 მილიარდის ინვესტიციას ჩადებს - რას გეგმავს კომპანია?

ბირთვული Meta

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Meta-მ კანადაში, კერძოდ კი ალბერტის პროვინციაში, პირველი მასშტაბური მონაცემთა ცენტრის მშენებლობა ოფიციალურად დააანონსა. არსებული ინფორმაციით, 1 გიგავატი სიმძლავრის ობიექტი სტრეჯენის ოლქში აშენდება, პროექტის ბიუჯეტი კი 13 მილიარდი კანადური დოლარი ($9.17 მლრდ.) იქნება.

როგორც მარკ ზაკერბერგის კომპანიაში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება ხელოვნური ინტელექტის გლობალური ბუმის პირობებში გამოთვლითი სიმძლავრეების გაფართოების სტრატეგიის ნაწილია.

ახალი მონაცემთა ცენტრი დაახლოებით იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც 800,000 ოჯახი. ადგილობრივების კრიტიკის თავიდან ასარიდებლად კი Meta დენის გამომუშავების ახალ ობიექტებს ააგებს და ქსელურ ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს.

ცნობისთვის, ალბერტის პროვინციაში უკვე ფუნქციონირებს 20 მცირე და საშუალო ზომის მონაცემთა ცენტრი, რომელთა ენერგომომარაგების 60% ბუნებრივი აირი უზრუნველყოფს. Sturgeon County-ს პროექტი კი ტექნოლოგიური გიგანტისთვის გლობალურ დონეზე 33-ე ობიექტი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები