მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

Meta Muse Image

კომპანია Meta-მ ხელოვნური ინტელექტის ახალი ხელსაწყო Muse Image-ი მომხმარებელთა მკაცრი პროტესტის გამო, გამოშვებიდან თითქმის 1 კვირაში ოფიციალურად გააუქმა.

Reuters-ის ცნობით, ახალი ფუნქცია მომხმარებლებს გენერაციული მოდელებისთვის Instagram-ზე არსებული საჯარო ფოტოების გამოყენების საშუალებას აძლევდა, რაც მომხმარებლების უფლებების დარღვევის მიზეზი ხდებოდა. კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, ახალმა ხელსაწყომ დასახული მიზნები ვერ გაამართლა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ახალი სისტემა მომხმარებელთა პროფილებზე ავტომატურად იყო ჩართული, შესაბამისად, Instagram-ის ანგარიშის ნებისმიერი მფლობელის პერსონალური ფოტოები ხელოვნური ინტელექტის ბაზაში ავტომატურად იყო მოხვედრილი და ფუნქციის გათიშვისთვის სისტემისთვის ცალკე მითითების მიცემა იყო საჭირო. პარამეტრის ცვლილების გარდა, ალტერნატიულ გზად საკუთარი ანგარიშების სრული დახურვა იყო, რაც მომხმარებლებს დისკომფორტს უქმნიდა. საზოგადოების უკმაყოფილება სწორედ კონფიდენციალურობის დარღვევის ამგვარმა რისკებმა გამოიწვია.

ცნობისთვის, Meta-მ ხელსაწყო Muse Image ხელოვნური ინტელექტის ახალი პროგრამული პაკეტის ფარგლებში წარადგინა. ის Instagram-ისა და WhatsApp-ის მომხმარებლებისთვის ფოტოების რედაქტირებისა და სამგანზომილებიანი ეფექტების დამატების მიზნით შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები