მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Meta ვირტუალური რეალობის პლატფორმას, Horizon Worlds-ს ხურავს

მეტა

Meta თავისი ვირტუალური რეალობის (VR) პლატფორმას, Horizon Worlds-ს ხურავს.

15 ივნისიდან კომპანია Quest მოწყობილობებიდან (VR სათვალეებიდან) Horizon Worlds აპლიკაციას ამოიღებს. ამის შემდეგ Horizon Worlds პლატფორმა "მხოლოდ მობილურ გამოცდილებად" გადაიქცევა, - აღნიშნავს Meta.

კომპანიის განმარტებით, ისინი Quest VR პლატფორმასა და Worlds პლატფორმას აცალკევებენ, რათა ორივე პროდუქტს განვითარების საშუალება მიეცეს: "საქმის ორ დამოუკიდებელ პლატფორმად დაყოფით, ჩვენ შევძლებთ თითოეულ მათგანზე უფრო მკაფიოდ ფოკუსირებას".

Meta-მ ასევე განაცხადა, რომ VR ინდუსტრიაში კვლავ ყველაზე მსხვილ ინვესტორად რჩება: "გვჯერა, VR არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგია მომდევნო გამოთვლითი პლატფორმისკენ მიმავალ გზაზე."

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ზაკერბერგი წლების განმავლობაში ცდილობდა ვირტუალური რეალობის, როგორც გამოთვლით ტექნოლოგიებში მომავლის დიდი ინოვაციის დამკვიდრებას, რასაც 2021 წელს კომპანიისთვის სახელის გადარქმევაც (Facebook-დან Meta-ზე) მოჰყვა.

თუმცა, კომპანიის Reality Labs დივიზია, რომელიც ვირტუალური სამყაროების პროექტებზეა პასუხისმგებელი, მუდმივად საოპერაციო ზარალის შესახებ საუბრობს.

ზაკერბერგი ახლა აქტიურად ზრდის ხარჯებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურაზე, რათა AI რბოლაში ისეთ კონკურენტებს აჯობოს, როგორებიცაა ChatGPT-ის შემქმნელი OpenAI, ასევე Google და ილონ მასკის კომპანია xAI.

მომავალ წლებში Meta მონაცემთა ცენტრების გაფართოებაში ასობით მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები