მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი სამუშაოების გამო, ღამის საათებში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია

მეტეხის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 30 დეკემბრიდან ერთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. შეზღუდვა ღამით, 00:00-დან 06:00 საათამდე პერიოდში იმოქმედებს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება მხოლოდ გვირაბის ერთ მხარეს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით. შესაბამისად, ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ბარათაშვილის ხიდიდან ევროპის მოედნისკენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები