მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მეტეხის კერამიკა”: გაზის ტარიფის 20 თეთრით გაძვირება პროდუქციის ფასზე აუცილებლად აისახება

6184d0b96b4e1
ლიკა გურაბანიძე
07.11.21 09:33
974

მიმდინარე წლის 1-ელი დეკემბრიდან, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის რეგიონებში, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება. მწარმოებლები ამბობენ, რომ მომატებული ხარჯის დასაბალანსებლად საბოლოოდ პროდუქტის გაძვირება მოუწევთ.

Bm.ge ესაუბრა კასპის რაიონში მდებარე კერამიკული სამშენებლო მასალების საწარმო “მეტეხის კერამიკას“ დირექტორ, დავით კაკაბაძეს, რომელიც სხვა კომპანიების მსგავსად ამბობს, რომ ბიზნესისთვის გაზის ტარიფის გაზრდა, საბოლოოდ, მომხმარებელს პროდუქციას გაუძვირებს.

“კომპანია წელიწადში 2 მლნ კუბურ მეტრზე მეტ ბუნებრივ აირს მოიხმარს. გეტყვით, რომ ბუნებრივი აირის ფასი აგურის თვითღირებულების დაახლოებით 70%-ია. წელს გაზის გადასახადს საშუალოდ, ყოველთვიურად 300 ათას ლარამდე ვიხდიდით და ეს გადასახადი 20%-ით გაგვიძვირდება, რაც კომპანიისთვის საკმაოდ რთული იქნება.

გაზის ტარიფის გაძვირება, საბოლოოდ პროდუქციაზე ფასის მინიმუმ 15%-იან ზრდას გამოიწვევს და 2022 წელს ამას ჩვენც აუცილებლად ავსახავთ”, - განმარტა კაკაბაძემ.

ბიზნესმენის თქმით, კომპანიას გაყიდვები მიმდინარე წელს 70%-ით გაიზარდა, თუმცა, 2022 წელს სწორედ გაძვირებული ტარიფის გამო შესაძლოა, ზრდის ტენდენცია შეჩერდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები