მეტეხის ხიდის რეაბილიტაციაზე 22 დეკემბერს თბილისის მერიის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. ინფორმაცია BM.GE-მ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე მოიძია.
წინადადებების მიღება სახელმწიფო შესყიდვაზე 2022 წლის 12 იანვარს დასრულდა. ხიდის რეაბილიტაციაზე სურვილი კომპანიებმა არ გამოთქვეს.
ცნობისთვის: პროექტის ჯამური ღირებულება 1 650 168 ლარია. სამუშაოების დასრულება კონტრაქტორმა კომპანიამ კი დაწყებიდან 5 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
პროექტი ქალაქ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტის სახსრებიდან ფინანსდება.