მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტეხის ხიდის რეაბილიტაციის გამო, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

625d60f66b799
BM.GE
18.04.22 17:21
1301
დედაქალაქის მერიამ მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ სატრანსპორტო საშუალებათა გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ. კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით, შეზღუდულად გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება გორგასალის მოედნიდან.

„დღეს დავიწყეთ მეტეხის ხიდის რეაბილიტაცია-განახლება. მნიშვნელოვანია ამ პროექტის განხორციელება, რადგან ხიდი ცუდ მდგომარეობაშია. პროექტის ფარგლებში, განახლდება სავალი გზა, საძირკველი რეაბილიტირდება, განათების სისტემა და ტროტუარი მოწესრიგდება. სამუშაოები, დაახლოებით, ზაფხულის ბოლოს დასრულდება. გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს ცენტრალური გზის გადაკეტვა, მაგრამ შევეცდებით, ღამის საათებში ვიმუშაოთ და დღის განმავლობაში სანაპიროზე მოძრაობა თავისუფლად იყოს შესაძლებელი“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები