მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

METI Development, Demax Gotua... - საკრებულომ 3 პროექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიანიჭა

დაუსრულებელი მშენებლობა

თბილისის საკრებულომ დღეს, სამ საცხოვრებელს პროექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიანიჭა. საქმე ეხება გუდაურის ქუჩაზე არსებულ დაუსრულებელ, ასევე დეველოპერული კომპანია „მეტი დეველოპმენტის“ მოსკოვის გამზირზე არსებულ და „დემაქს გოთუას“ გოთუას ქუჩაზე მიმდინარე პროექტებს.

როგორც თბილისის საკრებულოს სხდომაზე სახელდების კომისიის ხელმძღვანელი ნინო ვარდოსანიძემ საკითხების წარდგენისას განაცხადა, თბილისში სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩევა სამშენებლო პროექტები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. მან თითოეულ პროექტი წარადგინა, რის შემდეგაც სხდომაზე მათ „დაუმთავრებელი მშენებლობის“ სტატუსი მიანიჭეს.

„საკრებულოს აქვს უფლებამოსილება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ობიექტს მიანიჭოს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი. დღეს სამ ასეთ ობიექტს წარმოგიდგენთ.

პირველი ეს არის მოსკოვის გამზირი N9ა, ბ, გ მისამართზე. 18 სექტემბერს შპს „მეტი დეველოპმენტის“ დაზარალებულებმა მოგვმართეს და გვთხოვეს, რომ აღნიშნულ ობიექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიენიჭოს, იმისთვის რომ შემდგომში მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა მოხდეს. ამ პროექტის ფარგლებში დაახლოებით 250-მდე ოჯახია დაზარალებული. პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად კომისია თითოეულ მათგანთან დაკავშირებით მიიღებს გადაწყვეტილებას. „მეტი დეველოპმენტის“ მიერ მშენებლობა დაიწყო და მხოლოდ საძირკველია აგებულია, გამოძიების დასრულების შემდეგ სრული სურათი იქნება, თუმცა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ამ ობიექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი მიენიჭოს, იმისთვის რომ ამ ადამიანებმა კუთვნილი ფართების მიღება შეძლონ.

ლევან გოთუას #20-ში მდებარე ობიექტის შემთხვევაში შპს „დემაქს გოთუამ“ ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა პირებთან, რომლებსაც შესაბამისი ფართის სანაცვლოდ დაჰპირდა ფართებს, თუმცა ამ შემთხვევაში ვერ და არ მოხერხდა შენობის ბოლომდე დასრულება. ამ ეტაპისთვის 10 სართულია აშენებული, დამატებით კიდევ ერთი სართულის აშენების აუცილებლობაა და კიდევ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი იმისთვის, რომ საბოლოოდ დასრულდეს მშენებლობა. ამ შემთხვევაშიც საჭიროა სტატუსის მინიჭება.

თბილისში გუდაურის ქუჩა (ყოფილი სვანიძის) ქ. 4-6-ის შემთხვევაში მშენებლობა ადრე - 2006 წელს არის დაწყებული, თუმცა მშენებლობა ნებართვის გარეშე დაიწყო, პროექტი თავის დროზე არ არსებობდა, შესაბამისად ზუსტად არ ვიცით რამდენი დაზარალებული ჰყავს ამ ობიექტს, ამიტომ ამ ობიექტს დაუმთავრებელი მშენებლობის სტატუსი უნდა მიენიჭოს. გამოძიება მიმდინარეობს, გამოკვეთილი და იდენტიფიცირებულია რამდენიმე დაზარალებული პირი“, - განაცხადა ნინო ვარდოსანიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები