მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მეტი ფული უნდა ვიშოვოთ ყველამ, რომ ადამიანმა უფრო ჯანმრთელი პროდუქტი მიიღოს“ - ჩხაიძე პლასტმასის რეალიზაციის შეზღუდვაზე

ჩხაიძე

„მეტი ფული უნდა ვიშოვოთ ყველამ, რომ უფრო ჯანმრთელი პროდუქტი მიიღოს ადამიანმა, მე ასე მგონია“, ასე უპასუხა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახებ, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვა პროდუქტის ფასს აძვირებს.

როგორც ზურაბ ჩხაიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პლასტმასის გამოყენება არ არის არსებითი საკითხი და ადგილობრივმა ინვესტორმა უფრო მეტად უნდა გაითვალისწინოს სოციალური პასუხისმგებლობა.

„ეს არ არის არსებითი. პლასტიკატის თემაც... სოციალური პასუხისმგებლობა უფრო მეტად უნდა დააყენოს განსაკუთრებით ადგილობრივმა ინვესტორმა, ვიდრე ახლა მართლა პლასტმასში იქნება, თუ [შუშაში]. რა თქმა უნდა, ჯანმრთელი პროდუქტი ჯობია, რად უნდა ამას საუბარი”, - თქვა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, 2027 წლის 1 თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის ბოთლებში სასმელების წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და მათი ბაზარზე განთავსება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები