სელფის როუმინგის შეთავაზება, მეტი ინტერნეტი და Google Maps საჩუქრად, ქართულმა მობილურმა ოპერატორმა, რომელიც საქართველოში 1,3 მლნ. აბონენტს ემსახურება, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფარგლებში მომხმარებლებს არაერთი სიურპრიზი შესთავაზა. გერმანიაში, ყველა ქალაქში რომლებშიც საქართველოს ნაკრები თამაშს მართავდა, მოეწყო სელფის ფანზონები, სადაც ქომაგებს შეეძლოთ თამაშამდე გახურება და შეხვედრა ქართული ფეხბურთის ლეგენდებთან. სელფიმ მომხმარებელს ასევე წარუდგინა სრულიად განახლებული როუმინგ შეთავაზება, კიდევ უფრო შემცირებული ტარიფებითა და გაზრდილი მეგაბაიტებით. შეთავაზებას საჩუქრად მოჰყვება Google Maps აპლიკაციით ინტერნეტის გარეშე სარგებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ პაკეტის ჩართვის შემთხვევაში, Google Maps -ით სარგებლობისას როუმინგის მეგაბაიტები არ იხარჯება.
სტუმარი: თეკლე ცხვედიანი - Cellfie-ის როუმინგისა და ახალი ალტერნატიული შემოსავლების ჯგუფის ხელმძღვანელი;