2024 წლის 9 თვეში საქართველოში ტურიზმი პანდემიამდე წელთან შედარებით სრულად არ აღდგა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გუშინ გამოქვეყნებული მონაცემებით, წელს საქართველოში იანვარ-სექტემბერში 5 043 663 საერთაშორისო ვიზიტი შესრულდა, რაც 2019 წლის ვიზიტების რაოდენობას 15.6%-ით ჩამორჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წელს აღდგენა მხოლოდ 84.4%-ია. როგორია ტენდენციები სექტორში და რამდენად რეალურია აღნიშნული მონაცემები?