მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტი სიყვარული და მეტი პატივისცემა არის საჭირო - კალაძე

60ed38cb46af5
ინგა მურუსიძე
13.07.21 10:56
733
„ყველანაირი ძალადობა მიუღებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვის მიმართ იქნება ის“, - აღნიშნული განცხადება დედაქალაქის მერმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა. კახა კალაძის თქმით, დანაშაულის ყველა მონაწილე მკაცრად დაისჯება.

„კატეგორიულად ვემიჯნებით მომხდარს და გუშინაც მოვისმინეთ განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მკაცრად იქნება დასჯილი, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა ამ ძალადობაში და ყველას მოეთხოვება პასუხი, ვისაც რაიმე დანაშაული მიუძღვის. ძალადობა, აგრესია, შეურაცხყოფა და ზოგადად, ის ანტაგონიზმი, რაც იკვეთება ბოლო თვეების განმავლობაში სხვადასხვა, პოლიტიკურად მოაზროვნე ადამიანებს შორის, არ ვარგა ეს, დაუშვებელია. უფრო მეტი სიყვარული, უფრო მეტი პატივისცემა არის საჭირო.

ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არ არის, ძალადობა არის ფსიქოლოგიურიც. ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ყველანაირად მიუღებელია ძალადობა, ძალადობის წამახალისებელი ქმედებები ან განცხადებები. ამაზე ყველა უნდა დავფიქრდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები