მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტი ვიდრე ტრადიციული კონსალტინგი - დღევანდელ ეკონომიკას მორგებული სტრატეგიული გადაწყვეტილებები გრანთ თორნთონისგან

გრანთ თორნთონ
18.11.24 17:58
164

ევროპასთან ინტეგრაციისკენ სწრაფვისა და ეკონომიკური ტრანსფორმაციის სწრაფი ტემპის ფონზე, ახალ რეგულაციებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, ქართული კომპანიები აქტიურად მუშაობენ ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ეს ვითარება ზრდის მოთხოვნას მაღალი დონის ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურებებზე, რათა კომპანიებმა შეძლონ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა, ოპერაციების მოდერნიზაცია და კონკურენტუნარიანობის გაძლიერება.

ამ ვითარებაში, კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურებები მეტად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესებისთვის, იმისათვის რომ მათ შეძლონ პოზიციების გამყარება ადგილობრივ ბაზარზე და წარმატებას გლობალურ კონკურენციის პირობებში. ამაზე მეტყველებს გრანთ თორნთონის მიერ 2024 წლის ოქტომბერში ჩატარებული კვლევა, რომელიც ამჟამინდელი ბაზრის საჭიროებების მნიშვნელოვან ხედვას წარმოაჩენს. კვლევის დროს მოხდა 2023-2024 წლების განმავლობაში საჯაროდ ხელმისაწვდომი ტენდერების გაანალიზება, რომლებიც განთავსებულია ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა tender.ge, etenders.ge და procurement.gov.ge. შედეგად გამოიკვეთა კონკრეტული საკონსულტაციო მომსახურებების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებები.

შედეგები, რომლებიც თანდართულ დიაგრამაშია ვიზუალიზირებული, გვაჩვენებს, რომ ბაზარზე დომინირებს მოთხოვნა შეფასების (Valuation) მომსახურებებს მიმართ, რაც 45.6%-ს შეადგენს. სხვა მნიშვნელოვანი სფეროებია ადამიანური კაპიტალი/ტრენინგები (14.8%), სტრატეგია/ბაზრის კვლევა (11.2%), ბიზნეს სტრატეგია (8.3%) და შიდა აუდიტი (7.7%). ფინანსური მართვა, ბიზნეს ტრანსფორმაცია, IT აუდიტი, პროგრამების მართვა და ოპერაციების გაუმჯობესებაც მნიშვნელოვანი მიმართულებებია, თუმცა ბაზრის შედარებით მცირე ნაწილს იკავებს.

ამ კვლევის შედეგებზე დაყრდნობით გრანთ თორნთონმა სტრუქტურულად გადააწყო საკონსულტაციო გუნდი, რათა უკეთ შეესაბამებოდეს ქართული ბაზრის მრავალფეროვან საჭიროებებს. ჩვენი გუნდი აღჭურვილია სპეციალიზებული უნარებითა და მრავალმხრივი გამოცდილებით, რაც გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ ჩვენს კლიენტთა კონკრეტულ მოთხოვნებს. ჩვენს ექსპერტებს შეუძლიათ ბიზნესს შესთავაზონ კვალიფიციური გადაწყვეტილებები, რაც ეყრდნობა როგორც საქართველოს ადგილობრივ, ასევე ევროპულ ბაზარზე მუშაობის მრავალწლიან გამოცდილებას. შესაბამისად ბიზნესს ვთავაზობთ რეგიონულ და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს.

ამ გამოცდილებაზე დაყრდნობით, გრანთ თორნთონი მზად არის, მხარი დაუჭიროს ქართულ კომპანიებს რეგულაციებთან ადაპტირებაში, ციფრულ ტრანსფორმაციაში და მდგრადი განვითარების შენარჩუნებაში. ჩვენი საკონსულტაციო მომსახურებების ფართო სპექტრით, ჩვენ მიზნად ვისახავთ კომპანიების გაძლიერებას, იმისათვის რომ მათ შეძლონ წარმატების მიღწევა კონკურენტულ გარემოში როგორც ადგილობრივად, ისე გლობალურ ბაზარზე.

საშემფასებლო მომსახურებები ეფექტური ფინანსური და სტრატეგიული გადაწყვეტილებებისთვის

შეფასების მომსახურებაზე მოთხოვნა საქართველოში თითქმის ყველა სექტორში აქტუალურია და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში. გრანთ თორნთონის კვლევის პარალელურად, CRRC-Georgia-ს კვლევის შედეგები ასევე ხაზს უსვამს გამჭვირვალობისა და სიზუსტის მნიშვნელობას შეფასების პროცესში, რაც აუცილებელია როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტორებისთვის (CRRC-Georgia, 2022). გრანთ თორნთონ საქართველო კომპანიებს სთავაზობს მოძრავი და უძრავი ქონების, ასევე ბიზნესის და არამატერიალური აქტივების შეფასების მომსახურებებს. შეფასების საჭიროება მუდმივად არსებობს და შეფასებების მიზანი განსხვავებულია: კომპანიის აუდიტორისათვის ფინანსურ ანგარიშგებაში ასასახად, აქტივის ყიდვა-გაყიდვისას, ქონების გადასახადის დასადგენად საგადასახადო მიზნებისთვის და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ გუნდს აქვს გამოცდილება და სიღრმისეული ცოდნა ტრანზაქციის სამართლიანი ფასის დადგენაში (Fairness Opinions), რაც უზრუნველყოფს კლიენტებისთვის ზუსტი და გამჭვირვალე შეფასებების მიწოდებას, ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში.

ადამიანური კაპიტალის განვითარებსამუშაო ძალის გამოწვევების გადასაჭრელად

საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს პროფესიული და მენეჯერული როლების, კვალიფიციური სამუშაო ძალის ნაკლებობა. მსოფლიო ბანკის უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ ქართული კომპანიების 40%-ზე მეტი ადამიანური კაპიტალის არასაკმარის განათლებას მნიშვნელოვან შეზღუდვად მიიჩნევს, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელს აჭარბებს. ტრადიციული შიდა ტრენინგი ხშირად არ არის საკმარისი, რადგან ის ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ სამუშაოს სპეციფიკურ უნარებზე და უგულებელყოფს ისეთ მნიშვნელოვან კომპეტენციებს, როგორიცაა ლიდერობა, სტრატეგიული აზროვნება და კომუნიკაცია (World Bank, 2022). ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, გრანთ თორნთონ საქართველო კომპანიებს სთავაზობს ადამიანური კაპიტალის მომსახურებებს, რომლებიც მიზნად ისახავს ტექნიკური და რბილი უნარების (Soft Skills) განვითარებას, ინდივიდუალურად მორგებული ტრენინგების საშუალებით.

ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის ხელშეწყობა

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს IT სექტორი სწრაფად ვითარდება, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება სხვა ინდუსტრიებში კვლავ შეზღუდულია, და ქვეყანაში ციფრული ხელმისაწვდომობა კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. მხოლოდ 2023 წელს IT სექტორმა 27.4%-იანი ზრდა აჩვენა, თუმცა ბევრ კომპანიას კვლავ არ აქვს საკმარისი შესაძლებლობები გამოიყენოს ციფრული პროდუქტები საქმიანობის პროცესში. საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი აძლიერებს ტექნოლოგიური პროგრესის საჭიროებას, რაც ბიზნესებს უბიძგებს ადაპტირდნენ იმისათვის, რომ შეინაჩუნონ კონკურენტუნარიანობა (World Bank, 2023). ბიზნეს ტრანსფორმაციისა და მონაცემთა ანალიზის მომსახურებებით, გრანთ თორნთონ საქართველო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას, ეფექტურად გამოიყენონ ციფრული ინსტრუმენტები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. ეს მხარდაჭერა ქართულ ფირმებს აძლევს საშუალებას გააუმჯობესონ პროდუქტიულობა, დაიმკვიდრონ კონკურენტული პოზიცია გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში და განავითარონ ციფრული უნარები, რაც უკეთ უპასუხებს მომავალ გამოწვევებს.

ტექნოლოგიური ინვესტიციების ოპტიმიზაცია მდგრადი ზრდის უზრუნველსაყოფად

ინვესტორების ინტერესს წარმოადგენს საქართველოს ციფრული ქვე-სექტორები - ელექტრონული კომერცია, ფინტექი, გასართობი ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა. მრავალი წარმატებული ქართული ციფრული ბიზნესი უპირატესობას ანიჭებს B2B მოდელს, რაც მათ საშუალებას აძლევს ისარგებლონ საწყისი დაბალი საინვესტიციო კაპიტალით და ახასითებთ სწრაფი ზრდის პოტენციალი. ტექნოლოგიური ინვესტიციები უნდა იყოს სტრატეგიული და შესაბამისობაში ბიზნესის მიზნებთან (World Bank, 2023). გრანთ თორნთონის ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურებები მოიცავს ბიზნეს ანალიტიკას, ტექნოლოგიური ინვესტიციების ოპტიმიზაციას და მონაცემთა მართვას, რაც კომპანიებს ეხმარება პროცესების გამარტივებაში, ტექნოლოგიის ღირებულების გაზრდაში და მდგრადი ზრდის მიღწევაში.

ბაზრის კვლევა და ანალიზი ბიზნეს სტრატეგიის გასაძლიერლად

ბაზრის კვლევა და ანალიზი აუცილებელია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში იმ კომპანიებისთვის, რომლებიც გეგმავენ გაფართოებას, ოპერაციების ადაპტაციას და ოპტიმიზაციას. ამ საჭიროებას ხაზს უსვამს კვლევისა და სტრატეგიის დაგეგმვის მომსახურებებზე მზარდი მოთხოვნა, რაც დადასტურებულია გრანთ თორნთონის შიდა კვლევით. 2023 და 2024 წლებში საკონსულტაციო სექტორში საჯაროდ გამოცხადებული ტენდერების თითქმის 20% დაკავშირებულია ამ მომსახურებებთან, განსაკუთრებით ტურიზმისა და ენერგეტიკის სფეროებში. გრანთ თორნთონს კვლევისა და სტრატეგიის მომსახურებები კომპანიებს სთავაზობს კრიტიკულ შეხედულებებს, რომლებიც მოიცავს სხვადასხვა კვლევებს, ბაზრის ანალიზებს, მდგრადობის შეფასებებსა და მომხმარებლის გამოცდილების მართვის სტრატეგიებს. ეს მონაცემები ქართულ კომპანიებს ეხმარება ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში, ოპერაციების ოპტიმიზაციასა და მდგრადი ზრდის შენარჩუნებაში.

ESG სტანდარტებთან შესაბამისობა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობა

ESG შესაბამისობაზე მოთხოვნების ზრდასთან ერთად, ქართული კომპანიები ვალდებულნი არიან, შესაბამისობაში იყონ გამჭვირვალობისა და პასუხისმგებლობის სტანდარტებთან. „საქართველოს კანონი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ ავალდებულებს საზოგადოებრივ ინტერესის სუბიექტებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც 500-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, გამოაქვეყნონ ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა გარემოსდაცვითი გავლენა, სოციალური ჩართულობა და კორუფციის საწინააღმდეგო ზომები (საქართველოს ეროვნული ბანკი, 2023).

აღნიშნული შესაბამისობის უზრუნველყოფა (ევროკავშირის ნორმებთან და საქართველოს ეროვნული ბანკის სახელმძღვანელოსთან), მნიშვნელოვანია კომპანიებსთვის, მომავალში დაინტერესებულ მხარეებთან სანდოობის მოსაპოვებისა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის. გრანთ თორნთონის ESG საკონსულტაციო მომსახურებები კომპანიებს ეხმარება ამ სტანდარტების დაკმაყოფილებაში და ეთიკური ბიზნეს პრაქტიკის დანერგვაში, რაც მათ ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტულ უპირატესობას ანიჭებს.

კომპლექსური ფინანსური მენეჯმენტი

სტრუქტურირებული ფინანსური სტრატეგიები აუცილებელია მდგრადი ზრდისა და გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად. გრანთ თორნთონ საქართველოს შიდა კვლევის მიხედვით, საჯაროდ გამოცხადებული ტენდერების დაახლოებით 10% ფინანსურ მომსახურებებზეა ფოკუსირებული, ხოლო კლიენტები მოიცავს თითქმის ყველა სფეროს. გრანთ თორნთონის ფინანსური მომსახურებები - მათ შორის ფინანსური ტრანსფორმაცია და ხარჯების ოპტიმიზაცია - ქართულ კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას რომ მათ ეფექტურად იმოქმედონ, შეინარჩუნონ კონკურენტუნარიანობა და დააკმაყოფილონ რეგულაციების მოთხოვნები. ეს ფინანსური მდგრადობა აუცილებელია დინამიურ ბიზნეს გარემოში ნავიგაციისთვის.

დღევანდელ სწრაფად განვითარებად ბიზნეს გარემოში, ქართული კომპანიები დგანან ორმაგი გამოწვევის წინაშე - ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა და მომზადება მდგრადი ზრდისთვის, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად. შეფასების მომსახურებები, ციფრული ტრანსფორმაცია, კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარება, სტრატეგიული დაგეგმვა და ESG შესაბამისობა კომპანიებისთვის წარმოადგენს წარმატების საწინდარს. გრანთ თორნთონ საქართველო მზად არის მხარი დაუჭიროს კომპანიებს ამ სირთულეების გადალახვაში. ჩვენი მომსახურებების ფართო სპექტრი (მონაცემთა ანალიტიკიდან და ტექნოლოგიური საკონსულტაციო მომსახურებებიდან დაწყებული ადამიანური კაპიტალის განვითარების თუ ფინანსური მენეჯმენტის სერვისებით დამთავრებული) ეხმარება ქართულ კომპანიებს ბაზარზე წარმატების მიღწევაში. კომპანიების სტრატეგიული მხარდაჭერით, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ეკონომიკური ლანდშაფტის გაძლიერებას, იმისათვის რომ კომპანიებმა წარმატებას მიაღწიონ როგორც დღეს ადგილობრივ ბაზარზე, ასევე მომავალშიც გლობალურად.

წყაროები:

მსოფლიო ბანკი 2022:

https://documents1.worldbank.org/curated/en/099435012022237049/pdf/P17548605921fd062093cb077bd2d45cd13.pdf?fbclid=IwAR0LNCa6FIdoglGKL6BfM9Luj5J62auoUxXdrsGs-n4KuSIeHeS_-zMEaWc

მსოფლიო ბანკი 2023:

https://www.ifc.org/content/dam/ifc/doc/2023/georgia-country-private-sector-diagnostic-en.pdf

მსოფლიო ბანკი (n.a.):

https://www.worldbank.org/en/country/georgia/overview#1

CRRC-Georgia 2022:

https://saras.gov.ge/Content/files/WB%20Business%20Report%2026152022_FINAL%20ENG_for%20send.pdf

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები