2026 წლის III კვარტალში საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც ჯამური რაოდენობის 26.7 პროცენტს შეადგენს. მეორე და მესამე ადგილს კი ასევე მეზობელი ქვეყნები - თურქეთი და სომხეთი ინაწილებდნენ.
საქსტატის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა, რაც 3.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 40.1% 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.
რაც შეეხება ტურისტული ტიპის ვიზიტს, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2.1 მილიონი ვიზიტი, რაც 4.7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამ შემთხვევაშიც პირველი სამეული ქვეყნების მიხედვით არ იცვლება, ტურისტული მიზნითაც ყველაზე მეტი ადამიანი რუსეთიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან შემოვიდა.ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში. გათეული ღამეების საშუალო რაოდენობა კი 6.4 ღამე იყო.
საინტერესოა განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯების შესახებაც მონაცემები, რომელიც 5.7 მილიარდ ლარს გაუტოლდა, ეს კი 8.2 პროცენტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2025 წლის III კვარტალთან შედარებით 11.1 პროცენტით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა“. ძირითადად თანხა იხარჯება განთავსების საშუალებებზე და ნაკლებად გასართობ სივრცეებში.
რას ამბობს რიცხვები საქართველოს ტურისტულ მაჩვენებლებზე და პერსპექტივებზე?
სტუმარი: ია თაბაგარი - ტურიზმის ანალიტიკოსი






























