2024-ის დასაწყისს ფროდაქშენ სააგენტო მეტრო შესანიშნავი სიახლით შეხვდა – Metro Production საერთაშორისო გლობალური ფროდაქშენების გაერთიანება Supercluster-ს შეუერთდა. Supercluster-ში მოხვედრა თითო ქვეყნიდან მხოლოდ 1 კომპანიას შეუძლია.
შემოქმედებით პლატფორმებთან ერთ კომუნაში მოხვედრა სრულიად ახალ შესაძლებლობებს ხსნის სააგენტოსთვისაც და ქართული შემოქმედებითი ინდუსტრიისთვისაც. რას ნიშნავს Supercluster-ის წევრობა და როგორია განვითარების სამომავლო გეგმა და გზა?
სტუმრები: მაია გურაბანიძე - Metro Production-ის თანადამფუძნებელი;
სანდრო გაბილაია - Metro Production-ის თანადამფუძნებელი;