მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Metro Production-მა Cannes Lions International Festival of Creativity-ზე GRAND PRIX მოიგო

სს

Metro Production-მა Cannes Lions International Festival of Creativity-ზე GRAND PRIX მოიგო. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად Metro Production-ი ავრცელებს.

"Cannes Lions International Festival of Creativity არის მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული მოვლენა კრეატიულ ინდუსტრიაში. წელს, პროექტი “The First Speech” წარდგენილი იყო ფესტივალზე.

დამკვეთი - Reporters Without Borders, კრეატიული სააგენტო - Innocean Berlin და გადამღები კომპანია - Metro Production.

პროექტის ორი ვიდეო გადაღებულია საქართველოში კომპანია Metro Production-ის მიერ. ფესტივალზე მოვიპოვეთ Cannes Lions Grand Prix for Good საქართველოს დროშა კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მაღალ წერტილზე ფრიალებს", - წერია Metro Production-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Metro Production ერთ-ერთი წამყვანი სარეკლამო კომპანიაა საქართველოში, რომელიც 10 წლის წინ დაარსდა და 25-მდე ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები