მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მეტრო "გოცირიძის" ყოფილმა კონტრაქტორმა მერიის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო

64185b5a723be
თინათინ ნატმელაძე
20.03.23 17:29
1025
გასულ წელს თბილისის მერიამ კომპანია „მამისონი“, რომელიც მეტროსადგურ „გოცირიძის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებდა, 600 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზი სამუშაოების ჩაბარების 4-5 თვიანი დაგვიანება იყო.

„გადაიხადა თუ არა კომპანიამ აღნიშნული ჯარიმა?“ - ამ კითხვით BM.GE-მ თბილისის ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს მიმართა, რომელმაც განაცხადა, რომ კომპანიამ ჯარიმის ოდენობა სასამართლოში გაასაჩივრა.

„გვედავებიან, რომ დიდი ოდენობით ჯარიმა გვაქვს დაკისრებული, თუმცა ეს ის განაკვეთია, რომელიც ჩვენ ხელშეკრულებაში გვაქვს მითითებული. სასამართლო როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცევა.

ჩემთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ სადგური დავასრულეთ, ჩატარებულია ექსპერტიზა, მიღებულია ექსპლუატაციაში და მგზავრებს უკვე ემსახურება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურმა „გოცირიძემ“ ფუნქციონირება 18 მარტიდან განაახლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები