მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროებში "ახმეტელის თეატრი" და "ვარკეთილი" ე.წ. ტურნიკეტების დასამონტაჟებლად ტენდერები მზადდება

636a53baf2d2b
ინგა მურუსიძე
08.11.22 22:00
631
მეტროებში „ახმეტელის თეატრი“ და „ვარკეთილი“ ახალი ე.წ. ტურნიკეტები დამონტაჟდება, რაც მგზავრთა გამტარუნარიანობას გაზრდის, - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ თითქმის ერთი თვის წინ, 5 ოქტომბერს გააკეთა. კალაძე მაშინ ამბობდა, რომ 7-ის ნაცვლად 9 გასასვლელის მოწყობა მეტროში რიგების ნაწილობრივ მოაგვარებდა. თბილისის მერმა დააანონსა, რომ მეტროებში 6 თვეში ახალი ე.წ. ტურნიკეტები იქნებოდა მოწყობილი. გამომდინარე იქიდან, რომ მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის" ჩასასვლელში კვლავ ადამიანების "საცობებია", bm.ge დაინტერესდა, თუ რა ეტაპზეა პროექტი და როდიდან დაიდგმება ახალი ე.წ. ტურნიკეტები.

ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს სატენდერო პირობების მომზადება.

„მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. პროცესი ბოლო ეტაპზეა და გამოცხადდება“, - ამბობენ სატრანსპორტო სამსახურში, თუმცა ტენდერის გამოცხადების ზუსტ თარიღს არ ასახელებენ.

რაც შეეხება მეტრო „სადგურის მოედანს“, როგორც ცნობილია, უკვე რამდენიმე კვირაა, ადამიანების გადაადგილებას უკვე მარეგულირებლები აკონტროლებენ. კითხვაზე, განიტვირთა თუ არა მოძრაობა სადგურის მოედანზე, სატრანსპორტო სამსახურში პასუხობენ: „მეტრო „სადგურის მოედანზე“ მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლები პიკის საათებში კვლავ დგანან, ეს არის პერიოდები დილის 08:00 – 10:00 საათამდე და საღამოს 18:00-21:00 საათამდე პერიოდში. მიზანი მოძრაობის მოწესრიგება იყო და ეს მიზანი ხორციელდება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები