მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მეტროპოლ ორთაჭალა” - თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი თბილისის ისტორიულ უბანში

მეტროპოლი
21.10.24 11:27
231

ახალ საცხოვრებელ კომპლექსში, "მეტროპოლ ორთაჭალაში” დეველოპერული კომპანია "მეტროპოლი" გაყიდვებს იწყებს. პროექტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, გორგასლისა და გულუას ქუჩების კვეთაზე შენდება.

ისტორიული უბანი თანამედროვე კომფორტით

"მეტროპოლ ორთაჭალა" დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან მხოლოდ ათი წუთის სავალზე მდებარეობს. ორთაჭალა, ცნობილი თავისი მდიდარი ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ ნაწილს წარმოადგენს. ეს სტრატეგიული ადგილმდებარეობა კომპლექსს განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის როგორც საცხოვრებლად, ასევე საინვესტიციო უძრავი ქონების სახით.

პროექტის მასშტაბი და მრავალფეროვნება

პროექტი ორ მრავალსართულიან შენობას ითვალისწინებს, რომლებიც ჯამში 704 ბინას მოიცავს. ბინების ფართობი მერყეობს 48.1-დან 123.9 კვადრატულ მეტრამდე, რაც საშუალებას აძლევს მომხმარებელს, საკუთარი საჭიროებების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე აირჩიოს.

ამ ფართო არჩევანის შედეგად კი, ,,მეტროპოლ ორთაჭალა" მიმზიდველია სხვადასხვა სეგმენტისთვის - დაწყებული კომპაქტური და ფუნქციური სივრცეების მოყვარულებით, დამთავრებული დიდი ოჯახებით, რომლებიც მეტად მოცულობით და კომფორტულ საცხოვრებელს ეძებენ.

თანამედროვე ინფრასტრუქტურა და კომფორტი

,,მეტროპოლ ორთაჭალა" თანამედროვე ადამიანის ინფრასტრუქტურულ მოთხოვნებს ითვალისწინებს. ორივე შენობა სამდონიან ავტოსადგომს მოიცავს, სადაც ელექტროდამტენების წერტილები იქნება განთავსებული. ეს ინოვაცია კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე მზარდ მოთხოვნას პასუხობს და მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.

კომპლექსის ტერიტორიაზე მოეწყობა:

  • სხვადასხვა ტიპის, მაგალითად პადელის მოედნები , აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის;
  • სარბენი და ველობილიკები, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევრებისთვის;
  • საბავშვო მოედნები ოჯახებისთვის;
  • მწვანე და დასვენების სივრცეები ყველა ასაკის მცხოვრებლისთვის.

ამგვარი ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ კომპლექსს, არამედ სრულფასოვან საცხოვრებელ გარემოს ქმნის.

ინოვაციური ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა

,,მეტროპოლ ორთაჭალა" ენერგოეფექტურობის მაღალი სტანდარტების მქონე პროექტია. მშენებლობაში გამოიყენება გერმანული YTONG-ის საფასადო ბლოკები, რომლებიც შენობების ოპტიმალურ თბოიზოლაციას განაპირობებს. ეს ნიშნავს ნაკლები ენერგიის მოხმარებასა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს.

პროექტი ასევე ითვალისწინებს გათბობა-გაგრილების ენერგოეფექტურ სისტემებსა და ბუნებრივ ვენტილაციას, რაც ჯანსაღ გარემოს ქმნის.

შეძენის მოქნილი პირობები

მშენებარე ბინების შეძენა განსაკუთრებით მოქნილი პირობებითაა შესაძლებელი. საწყის ეტაპზე კომპანია გთავაზობთ:

  • 0% შიდა განვადებას;
  • მოქნილ გადახდის გრაფიკს - ყოველთვიური ან კვარტალური გადახდები;
  • შიდა განვადების პირობებს, შემოსავლების დადასტურების გარეშე.

ეს შეთავაზებები წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას როგორც საკუთარი საცხოვრებლის მსურველთათვის, ასევე ინვესტორებისთვის.

,,მეტროპოლი” - სანდო დეველოპერი თქვენი მომავლისთვის

,,მეტროპოლი" მსხვილი დეველოპერულ კომპანიაა, რომელმაც 2-წლიანი ისტორიით, ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე მნიშვნელოვანი კვალის დატოვება უკვე შეძლო. მაგალითად, გარდა ორთაჭალისა, “მეტროპოლის” მშენებარე ბინები ქავთარაძეზე და ბაგების ტერიტორიაზეცაა ხელმისაწვდომი.

კომპანიის ჯამური ინვესტიცია 1,050,000,000 ლარს აღემატება, ხოლო მიმდინარე პროექტების საერთო ფართობი 545,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. ეს ციფრები კომპანიის მასშტაბურობასა და სტაბილურობაზე მეტყველებს, შესაბამისად, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენი ინვესტიცია სანდო ხელშია.

“მეტროპოლ ორთაჭალას” მშენებლობა 2027 წლის ბოლოს დასრულდება. მფლობელები ბინებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ჩაიბარებენ, რაც საშუალებას მოგცემთ, მარტივად შექმნათ თქვენი საცხოვრებელი სივრცე პირადი გემოვნებისა და საჭიროებების შესაბამისად.

მზად ხართ, გახდეთ ამ ინოვაციური პროექტის ნაწილი? გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება? გადადგით ნაბიჯი სახლისაკენ, რომელიც ჩაიფიქრეთ და ეწვიეთ ,,მეტროპოლის” გაყიდვების ოფისს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგი 15, 0160 ან დარეკეთ ნომერზე: 032 288 89 99.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები