ქავთარაძის ქუჩაზე დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო, რის აღსანიშნავადაც კომპანიის ხელმძღვანელებმა შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსული ჩადეს. კაფსულში კი ის დოკუმენტი განათავსეს, რომელზეც მომხმარებლებს ხელმოწერებია დატანილი. "მეტროპოლ ქავთარაძის" პროექტი ჯამურად 16 490 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, საიდანაც 1 ჰექტარზე მეტი - გამწვანებულს სივრცეს დაეთმობა.