კომპანია "მეტროპოლი" აანონსებს, რომ "მეტროპოლ ორთაჭალა", რომელიც დედაქალაქის ცენტრალური გამზირიდან ათი წუთის სავალზე მდებარე საცხოვრებელი კომპლექსია, ორ მრავალსართულიან კორპუსს, სარეკრეაციო ზონას, სპორტულ მოედნებსა და სოციალიზაციის სივრცეებს გააერთიანებს. პროექტის მიხედვით გორგასლისა და გულუას კვეთაზე 28 და 24-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსები განთავსდება. რა არის მეტროპოლის უპირატესობა, როდის სრულდება მშენებლობა და რა დახვდებათ პოტენციურ მობინადრეებს?
სტუმარი: მამუკა იმედაშვილი - „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე