მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"მეტროპოლის" გაყიდვები 1 წელში 30%-ით გაიზარდა - მამუკა იმედაშვილი

მამუკა იმედაშვილი

„მეტროპოლის გაყიდვები 1 წელში დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა“, - ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მთავარი მიზეზი ახალი პროექტების დაწყებაა.

„2025 წელს ბევრი გამოწვევა გვაქვს, მაგრამ გაყიდვების ნაწილში პოზიტიური დინამიკა აღინიშნება. მეტროპოლის მიმდინარე პერიოდი რომ 2024 წლის იგივე პერიოდს შევადაროთ, გაყიდვები ჯამურად დაახლოებით 30%-ით არის გაზრდილი. ამის მთავარი მიზეზი არის ახალი პროექტების დაწყება, თუმცა ინდივიდუალურ პროექტებზეც დადებითი დინამიკა შეინიშნება. მაგალითად, გასაოცარი იყო, რომ თბილისის და ბათუმის შემთხვევაში, ბათუმში დინამიკა უფრო დადებითია ვიდრე თბილისში“, - განაცხადა მან.

მამუკა იმედაშვილმა ასევე ისაუბრა “მეტროპოლი ლისის” შესახებ და თქვა, რომ 3-4 თვეა გაყიდვები დაიწყო და მთლიანი პროექტის დაახლოებით 15-20%-მდე უკვე გაიყიდა.

„ლისს აქვს ორი მთავარი რამ, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის სუბურბანულ პროექტებზე: ბუნება და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე. ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთი გვჭირდება, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. რამდენიმე თვეში, რა თქმა უნდა ყველანაირი პროცედურის დაცვით, რაც საჭიროა პროექტის დასაწყებად გავიარეთ და 3-4 თვეა გაყიდვებიც მიყვება და მობინადრეებიც გვყავს. “მეტროპოლი ლისის” გაყიდვები იმაზე უკეთესია ვიდრე ველოდებით. 3-4 თვეა გაყიდვები დაიწყო და მთლიანი პროექტის დაახლოებით 15-20%-მდე უკვე გაყიდულია. ამ ტენდენციით თუ გაგრძელდება დაახლოებით წელიწად-ნახევარში პროექტი სრულად გაყიდული იქნება, როდესაც მთლიანი პროექტის დასრულების პერიოდი არის 2 წელი, ანუ პროექტის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ვვარაუდობთ, რომ სრულად გაყიდული იქნება“, - განაცხადა მან.

მამუკა იმედაშვილმა ასევე მიმდინარე სამშენებლო პროცესში არსებულ პროექტებზეც ისაუბრა და თქვა, რომ აქვთ 7, საიდანაც 4 არის თბილისში და მის შემოგარენში და 3 ბათუმში. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას 4 ახალი პროექტის დაწყება სურს.

კომპანია მეტროპოლი 3 წელიწადია რაც შემოვიდა საქართველოს სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე და უკვე აქტიურად შლის სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ფლაგმანური ბაგების პროექტის ვადაზე ადრე დასრულების და მობინადრეებისთვის ჩაბარების შემდეგ ჯერი დადგა ქავთარაძის, ბათუმის და თბილისის სხვ პროექტებზე.

მეტროპოლმა პორტფელში კიდევ ერთი მიმართულება გააჩინა, და სუბურბანული პროექტების მიმართულებით ბაზრის აშკარა და გამოკვეთილი ლიდერი ხდება. ორიოდე კვირის წინ, ეს დაგვირგვინდა მეტროპოლი ლისის პროექტის პრეზენტირებით სადაც კომპანიის მესვეურებმა, მენეჯმენტმა და მეტროპოლი ლისის მომავალმა მობინადრეებმა სპეციალური კაფსულაც მოათავსეს მომავალი კომპლექსის საძირკველში, კომპლექსი რომელიც 2027 წლის ბოლომდე დასრულდება და მზად იქნება გამართული, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები