მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„მეტროპოლის“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები - რას გააერთიანებს "მეტროპოლი ლისი"?

სს

"მიმდინარე სამშენებლო პროცესში არსებული პროექტები გვაქვს შვიდი, საიდანაც ოთხი არის თბილისში და მის შემოგარენში და სამი ბათუმში", - ამის შესახებ „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე მამუკა იმედაშვილმა „საქმიანი დილას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიას 4 ახალი პროექტის დაწყება სურს:"იმედი მაქვს 2025 წელსვე შევძლებთ ამ პროექტების დაწყებას".

აღნიშნული ოთხი პროექტის შესახებ, მამუკა იმედაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ამ პროექტებთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ მათი მშენებლობის ადგილი იქნება მოთხოვნად ტერიტორიებზე, კერძოდ, ვაკე-ვერას ტერიტორიები. პროექტები კი იქნება მასშტაბური და თანამედროვე დიზაინით.

მამუკა იმედაშვილმა ასევე ისაუბრა “მეტროპოლი ლისის” შესახებ და თქვა, რომ 3-4 თვეა რაც გაყიდვები დაიწყო და უკვე მთლიანი პროექტის დაახლოებით 15-20%-მდე უკვე გაიყიდა.

"მეტროპოლი არის ის დეველოპერული კომპანია, სადაც ადამიანს შეუძლია შეიძინონ ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება: საცხოვრებელი სახლი თბილისში თუ ზღვისპირა თუ საინვესტიციო აპარტამენტი, საოფისე, კომერციული ფართი, სუბურბანული პროექტი. ჩვენ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება 70-მდე მიწის ნაკვეთი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის გვექნება სოციალიზაციის სივრცე, მაგალითად გვექნება კინოთეატრი. მნიშვნელოვანია, რომ ამ პროექტის უსაფრთხოება და კომფორტი უზრუნველყოფილია ჭკვიანი სახლის სისტემით. კიდევ ერთი კომფორტი, რაც ჩვენს მობინადრეებს ექნებათ, არის რომ არქიტექტორებმა შეარჩიეს არქიტექტორული დიზაინის სახლები, რომელიც მათ გადაეცემათ საჩუქრად და თავიანთი გემოვნებით აარჩევენ, რომელი სახლი ააშენონ თავიანთ მიწაზე.

"ლისს" აქვს ორი მთავარი რამ, რაც მოთხოვნას კიდევ უფრო ზრდის სუბურბანულ პროექტებზე: ბუნება და ქალაქის ცენტრთან სიახლოვე. ქალაქის ცენტრიდან 10-15 წუთი გვჭირდება, რომ დანიშნულების ადგილამდე მივიდეთ. რამდენიმე თვეში, რა თქმა უნდა ყველანაირი პროცედურის დაცვით, რაც საჭიროა პროექტის დასაწყებად გავიარეთ და 3-4 თვეა გაყიდვებიც მიყვება და მობინადრეებიც გვყავს. “მეტროპოლი ლისის” გაყიდვები იმაზე უკეთესია ვიდრე ველოდებით. 3-4 თვეა გაყიდვები დაიწყო და მთლიანი პროექტის დაახლოებით 15-20%-მდე უკვე გაყიდულია. ამ ტენდენციით თუ გაგრძელდება დაახლოებით წელიწად-ნახევარში პროექტი სრულად გაყიდული იქნება, როდესაც მთლიანი პროექტის დასრულების პერიოდი არის 2 წელი, ანუ პროექტის დასრულებამდე რამდენიმე თვით ადრე ვვარაუდობთ, რომ სრულად გაყიდული იქნება“, - განაცხადა მან.

კომპანია მეტროპოლი 3 წელიწადია რაც შემოვიდა საქართველოს სამშენებლო დეველოპერულ ბაზარზე და უკვე აქტიურად შლის სამუშაოებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ფლაგმანური ბაგების პროექტის ვადაზე ადრე დასრულების და მობინადრეებისთვის ჩაბარების შემდეგ ჯერი დადგა ქავთარაძის, ბათუმის და თბილისის სხვ პროექტებზე.

მეტროპოლმა პორტფელში კიდევ ერთი მიმართულება გააჩინა, და სუბურბანული პროექტების მიმართულებით ბაზრის აშკარა და გამოკვეთილი ლიდერი ხდება. ორიოდე კვირის წინ, ეს დაგვირგვინდა მეტროპოლი ლისის პროექტის პრეზენტირებით სადაც კომპანიის მესვეურებმა, მენეჯმენტმა და მეტროპოლი ლისის მომავალმა მობინადრეებმა სპეციალური კაფსულაც მოათავსეს მომავალი კომპლექსის საძირკველში, კომპლექსი რომელიც 2027 წლის ბოლომდე დასრულდება და მზად იქნება გამართული, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები