დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ბათუმში ახალი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო. ახალი კორპუსების ტერიტორიაზე „მეტოპოლის“ წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის წევრები და მომავალი მობინადრეები შეიკრიბნენ და მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა ჩაუშვეს. ახალი კომპლექსი ბათუმის საერთაშორისო მოედნის მიმდებარედ, აბუსერიძის ქუჩაზე შენდება. კომპლექსი ორ 33 და 35-სართულიან კორპუსს აერთიანებს. A და B ბლოკები აჭარის მთისა და ზღვის ხედებით ერთმანეთის პარალელურად განთავსდება. დეველოპერულმა კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. ბინის შეძენა სასურველი ფართით ამჟამად „პარალელის“ B ბლოკშია შესაძლებელი.