მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მეტროს მუშაობა, შესაძლოა, ხვალ დილის 8 საათზე აღდგეს

5b168676c0a8f
ელენე გოგბერაშვილი
05.06.18 16:47
2405
მეტროს მუშაობა, შესაძლოა, ხვალ დილის 8 საათზე აღდგეს , - ამის შესახებ ერთ-ერთი გაფიცული მემანქანე ზაზა ბარბაქაძე აცხადებს. მისი თქმით, მერიის მხრიდან ცოტა ხნის წინ გაკეთებული განცხადების მიუხედავად, მათ კომუნიკაცია აქვთ თბილისიის მერიის შესაბამის სამსახურებთან.

მემანქანეები პასუხს ელოდებიან დღის ბოლომდე, იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტურად მერია დაადასტურებს, რომ მომავალი წლის კონკრეტული რიცხვიდან მოხდება ხელფასების გაზრდა, ისინი შეწყვეტენ საპროტესტო აქციას და მეტრო მუშაობას ხვალ დილით აღადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები